მთავარი
დოკუმენტური ფილმის "ლოტბარის" პრეზენტაცია
ამა წლის 30ნეომბერს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოში მცხოვრებ ჩეხი საოპერო მომღელის,კომპოზიტორისა და ქართული ხალხური სიმღერების პირველი გუნდის ლოტბარის იოსებ ნავრატილის მოღვაწობის შესახებ დოკუმენტური ფილმის "ლოტბარის"პრეზენტაცია
იან პრიბილის 235 წლისთავი
საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაცია "ლასკა-პრაღა"-მ მოაწყო ამა წლის 15 აპრილს საქართველოში მოღვაწე ჩეხი ექიმის იან პრიბილის (1781-1866) დაბადებიდან 235 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც შესდგა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ტერიტორიაზე.
 იოსებ ნავრატილის მეომორიალური დაფის საზეიმო გახსნა.
ჩეხური სააქციო საზოგადოების ენერგო-პრო ჯორჯიას ფინანსური დახმარებით 2015 წლის 28 ოქტომბერს საქართველო-ჩეხეთის ასოციაცია "ლასკა-პრაღამ" მოაწყო ცნობილი ჩეხი საოპერო მომღერლისა და ქართული ხალხური სიმღერის პირველი გუნდის ლოტბარის იოსებ ნავრატილის (1840-1912) მეომორიალური დაფის საზეიმო გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბატონი თომაშ პერნიცკი,კონსული საბინა ცინგროშოვა.ქალაქ თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავჯდდომარე გიორგი ალიბეგაშვილი  და სხვა მაღალი სტუმრები.
საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაციამ 2015წლის 19 მარტს ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართა ჩეხი საოპერო მომღერლისა და პირველი ქართული ხალხური სიმღერების გუნდის ლოტბარის,იოსებ ნავრატილის(რატილის) 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.საღამოში მონაწილეობდნენ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი" და ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული ხაალხური სიმღერების ანსამბლი "ჰაერი".
საქართველო  ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაცია გთავაზობთ:
ჩეხური ენის შესწავლას ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლის აბიტურიენტებისათვის და  ასპირანტურის  მსმენელთათვის, ჩეხი პედაგოგისგან.  ასევე გთავაზობთ თარგმნას ჩეხურიდან ქართულ - რუსულ და ქართულიდან რუსულ - ჩეხურ ენებზე. როგორც წერილობით ასევე ზეპირად.


ჩვენს შესახებ
საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობის ასოციაცია ლასკა-პრაღა ჩამოაყალიბდა 2014 წლის 4 აპრილს. მისი მთავარი ამოცანაა ქართველი და ჩეხი ერის კულტურული დაახლოება. ამ მიზნით ასოციაციამ გამოსცა ქართულ-ჩეხური და ჩეხურ-ქართული სასაუბროები, რომელიც დაფინანსდა ჩეხეთის საელჩოს მიერ. 2015 წლის 19 მარტს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს სახელმწიფო ანსამბლის "ერისიონის" და ჩეხეთში არსებული ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლი "ჰაერის" ერთობლივი კონცერტი, რომელიც მიძღვნილი იყო იოსებ ნავრატილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან. რომლის ორგანიზება მოახდინა ასოციაცია ლასკა-პრაღამ, იოსებ ბეჟაშვილის ხელმძღვანელობით.

იოსებ ბეჟაშვილი
საკონტაქტო პირი მაგისტრი - იოსებ ბეჟაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია
ზღვის უბანი
0322648366
571043193
laskapraha.gweb.ge